ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ილონ მასკთან საუბარს არ გეგმავს

ტრამპი მასკი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ილონ მასკთან საუბარს არ გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

„ილონზე არც კი ვფიქრობ. მას პრობლემა აქვს. საწყალ ბიჭს პრობლემა აქვს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ვფიქრობ, ჯერჯერობით არ ვაპირებ მასთან საუბარს, მაგრამ ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს“, - დასძინა მან.