UNICEF: 2025 წელს ჭარბი წონა პირველად გახდა ბავშვებსა და მოზარდებში უფრო გავრცელებული, ვიდრე წონის უკმარისობა

სასწორი

 2025 წელს ჭარბი წონა პირველად გახდა ბავშვებსა და მოზარდებში უფრო გავრცელებული, ვიდრე წონის უკმარისობა, - აღნიშნულია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ანგარიშში.

ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ მეხუთე ბავშვს 5-დან 19 წლამდე (391 მილიონი ბავშვი) ჭარბი წონა აქვს. ამასთან, კვების ნაკლებობა სერიოზულ პრობლემად რჩება 5-წლამდე ბავშვებში საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების უმეტესობაში.

UNICEF-ის ანგარიში 190-ზე მეტი ქვეყნიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით არის შედგენილი. წონის უკმარისობის გავრცელება ბავშვებსა და მოზარდებში 2000 წლიდან 13%-დან 9,2%-მდე შემცირდა, სიმსუქნის მაჩვენებელი კი 3%-დან 9,4%-მდე გაიზარდა.