გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება საქართველოსა და მსოფლიოზე
1757447142
საფრანგეთში ხელისუფლების პოლიტიკისა და დაგეგმილი ბიუჯეტის შემცირების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ლოზუნგით „ყველაფერი დაბლოკეთ“.
„როიტერის“ ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის 300 მომიტინგე დააკავეს.
პოლიციამ ახალგაზრდების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რომლებიც ერთ-ერთ საჯარო სკოლის შესასვლელს ბლოკავდნენ.
ორი დღის წინ საფრანგეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრს, ფრანსუა ბაირუს უნდობლობა გამოუცხადა და თანამდებობიდან გადააყენა. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ახალ პრემიერ-მინისტრად სებასტიან ლეკორნუ დანიშნა, რამაც მემარცხენე პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია.