პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის და მოყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

 პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის და მოყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა 25 ძირი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 5811 გრ. ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე კანაფი.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.