უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის უმცროსი ძმა დააკავეს

ვიქტორ ორბანი

უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის უმცროსი ძმა არონი დააკავეს. მედიის ცნობით, ის ტრეფიკინგის საქმეზეა დაკავებული.

ძმის დაკავებას ვიქტორ ორბანიც ადასტურებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალი მთავრობის მთავარი სამიზნე თვითონაა, ძმის დაკავება კი ყურადღების გადასატანი მანევრია.

ორბანის განმარტებით, უნგრეთის ახალი მთავრობა ოპონენტების ჩამოცილებას და ერთპარტიული მმართველობის ჩამოყალიბებას ცდილობს.

"ყოველთვის, როცა მთავრობა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ის კომუნისტური ეპოქის მეთოდებს მიმართავს. ამ ბინძური პოლიტიკური თამაშის მიზანი ოპონენტების ჩამოშორება და ერთპარტიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა. ნამდვილი სამიზნე მე ვარ. ჩემს უმცროს ძმას კი მხოლოდ იყენებენ, რათა ჩემამდე მოაღწიონ", - წერს ორბანი.

✕