უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვცდილობთ, ბრიუსელში კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ყველა, ვინც ჩართულია იძულებით სამხედრო მობილიზაციაში უკრაინაში, იმსახურებენ ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანას

პიტერ სიიარტო

ვცდილობთ, ბრიუსელში, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ყველა, ვინც ჩართულია იძულებით სამხედრო მობილიზაციაში უკრაინაში, იმსახურებენ ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანას, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ყველა, ვინც ნორმალურია, დაღლილია ომით. უკრაინელი ხალხი ომით დაიღალა. უკრაინელ მამებს, ბაბუებსა და ვაჟებს არ სურთ ფრონტის ხაზზე სიკვდილი, ამიტომაც ბევრი მათგანი ცდილობს უნგრეთში გაქცევას. ​ცხადია, უკრაინის სასაზღვრო კონტროლი იყენებს ყველა შესაძლო ინსტრუმენტს, რომ მათი გაქცევის მცდელობა შეაჩეროს.

როდესაც ვსაუბრობ, რომ სასაზღვრო კონტროლი იყენებს ყველა შესაძლო ზომას და ინსტრუმენტს, ეს პირდაპირი მნიშნელობით უნდა გაიგოთ. დააკავეს უნგრული წარმოშობის კაცი, კიდევ იყვნენ ხუთნი, რომლებმაც სცადეს უნგრეთში გაქცევა სამხედრო მობილიზაციის გამო, თუმცა უკრაინელებმა ისინი დააკავეს. ჩვენ ამ პიროვნებას დიპლომატიური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ, მხედველობაში მივიღეთ ყველა სამართლებრივი შესაძლებლობა, რითაც შეგვიძლია მას აღმოვუჩინოთ დახმარება, რომ უნგრეთში დავაბრუნოთ.

მსურს ხაზი გავუსვა, რომ უკრაინის ქუჩებში სასტიკი, იძულებითი სამხედრო მობილიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ვხედავთ ბევრ ვიდეოს, სადაც ჩანს როგორ აჰყავთ ქუჩებში იძულებით ოჯახის წევრები, სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ ბრიუსელში კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ყველა, ვინც ჩართულია იძულებით სამხედრო მობილიზაციაში უკრაინაში, იმსახურებენ ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანას“, - აღნიშნა პიტერ სიიარტომ.