უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რადოსლავ სიკორსკი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ომის მომხრე პოლიტიკოსია

პიტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ მისი პოლონელი კოლეგა, რადოსლავ სიკორსკი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ომის მომხრე პოლიტიკოსია.

პიტერ სიიარტომ აღნიშნა, რომ პოლონეთის მთავრობამ უკვე გამოიწვია შეშფოთება იმით, თუ როგორ ანადგურებენ კანონის უზენაესობას პოლონეთში.