ლევან მაჭავარიანი ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: იქნება კომპლექსურად ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა ყველანაირად, რომ ნებისმიერი ნარკოდამოკიდებული ადამიანი გათავისუფლდეს ამ მძიმე სენისგან

ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ანტინარკოტიკული რეფორმის მნიშვნელობაზე საუბრობს. იგი პრობლემის გადაჭრის კომპლექსურ მიდგომაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ეს იქნება კომპლექსური მიდგომა მთლიანად მთავრობის მხრიდან. აქ იქნება კომპლექსურად ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა ყველანაირად, რომ ნებისმიერი ნარკოდამოკიდებული ადამიანი გათავისუფლდეს ამ მძიმე სენისგან. იქნება ძალიან ბევრ პროგრამაზე საუბარი, რასაც ჩვენ ნელ-ნელა გავაცნობთ საზოგადოებას”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

სახელისუფლებო გუნდი ცვლილებებს ამზადებს, რომლებიც სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ასევე სხვა კანონებში შევა. დაგეგმილია ყველა სახის ნარკოტიკის გაყიდვისთვის სასჯელის გამკაცრება, ასევე გადაიხედება ზომები ნარკოტიკების მოხმარების ფაქტებზეც.