უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელი - LIBE-ს კომიტეტს არ აქვს არანაირი მანდატი, ჩაერიოს შიდა საქმეებში, მაგრამ ის უნგრეთში ყვირის „ფაშიზმს“, როცა ოფიციალური პირები არ ემორჩილებიან მათ ცირკს

უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელი

LIBE-ს კომიტეტს არ აქვს არანაირი მანდატი, ჩაერიოს წევრი სახელმწიფოს შიდა საქმეებში, მაგრამ ის უნგრეთში იჭრება წინასწარ დაწერილი განაჩენით და ყვირის „ფაშიზმს“, როდესაც ოფიციალური პირები არ ემორჩილებიან მათ ცირკს, – ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელმა, ზოლტან კოვაჩმა „ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტის“ (LIBE) დელეგაციის უნგრეთში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს არ არის მეთვალყურეობა, ეს არის პოლიტიკური ცილისწამების კამპანია“, – აღნიშნა ზოლტან კოვაჩმა.

უნგრეთში ვიზიტისას LIBE-ს კომიტეტის დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ შეშფოთებული არიან „კანონის უზენაესობის კუთხით უნგრეთში გაუარესებული ვითარების გამო“.

უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელის, ზოლტან კოვაჩიმისი თქმით, გასაკვირი არ არის, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი დელეგაციის წევრებს არ შეხვდა.