"უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით, ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა" - ვიქტორ ორბანი

 ვიქტორ ორბანი

ვიქტორ ორბანის განცხადებით, ბრიუსელი, უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით, გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ დგამს ნაბიჯებს, რაც ომის გამოცხადებაა.

"უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა. ამასთან, ისინი წევრი სახელმწიფოებისგან დამატებით 135 მილიარდ ევროს ითხოვენ კონფლიქტის გასაღვივებლად. უნგრეთი არ აპირებს ბრიუსელის ამ დამახინჯებულ სქემაში მონაწილეობას. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არა ესკალაცია. უნგრეთი ბრიუსელის სქემაში მონაწილეობას არ აპირებს", – აღნიშნავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.