უნგრეთი წელიწადში 400 მილიონ კუბურ მეტრ ამერიკულ თხევად ბუნებრივ აირს შეიძენს

ხელმოწერა

უნგრეთი წელიწადში 400 მილიონ კუბურ მეტრ ამერიკულ თხევად ბუნებრივ აირს შეიძენს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

მისი ინფორმაციით, უნგრულ და ამერიკულ მხარეებს შორის კონტრაქტს ხელი მოეწერა.

„დღეს ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან ეტაპს ამერიკა-უნგრეთის ენერგეტიკულ თანამშრომლობაში, წელიწადში 400 მილიონი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ კონტრაქტის ხელმოწერით. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უნგრეთში ორი მილიარდი კუბური მეტრი ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირი შემოვა. ჩვენ დაინტერესებული ვართ ენერგიის რაც შეიძლება მეტი წყაროდან და რაც შეიძლება მეტი მარშრუტით შეძენით ყველაზე დაბალი ფასის უზრუნველყოფით“, – წერს პეტერ სიარტო.