"უნდა ვაჩვენოთ, რომ უნგრელ ხალხს ომი არ სურს. სწორედ ამიტომ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ბრიუსელის საომარი გეგმების წინააღმდეგ" - ვიქტორ ორბანი

 ვიქტორ ორბანი

 უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, თავდაცვის იმ გეგმის წინააღმდეგ, რომელსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები განიხილავენ.

ორბანის თქმით, "ევროპა სულ უფრო და უფრო სწრაფად მიექანება ომისკენ, კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ უნგრელ ხალხს ომი არ სურს".

"რამდენიმე კვირის წინ კოპენჰაგენში ბრიუსელის საომარი გეგმა წარადგინეს: ევროპა იხდის, უკრაინელები იბრძვიან და რუსეთი იფიტება. არ გვითხრეს, რა დაჯდება ეს ან რამდენ ხანს გაგრძელდება. არ შეიძლება უმოქმედოდ ვიყოთ. კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ უნგრელ ხალხს ომი არ სურს. სწორედ ამიტომ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ბრიუსელის საომარი გეგმების წინააღმდეგ," - აღნიშნა ორბანმა.