პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინული ჯარი სკოლებსა და საავადმყოფოებში შეიარაღების განთავსებით, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებით საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს, - ამის შესახებ უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ის მოხსენებაშია აღნიშნული.
„დავაფიქსირეთ შემთხვევები, როდესაც უკრაინული ჯარი არღვევდა სამხედრო სამართლის ნორმებს... თავდაცვის პოზიციაში ყოფნა არ ათავისუფლებს უკრაინელ სამხედროებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვის ვალდებულებისგან“, - აცხადებს ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანიეს კალამარი.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ უკრაინული ძალები „აყენებდნენ ზიანს მშვიდობიან მოსახლეობას, როცა იყენებდნენ შეიარაღების სისტემებს დასახლებულ პუნქტებში, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებში, თუმცა ასეთი დარღვევები არცერთ შემთხვევაში არ ამართლებს რუსეთის უსამართლო თავდასხმებს, რომლებსაც უთვალავი მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა“.