პეკინის მიერ პუტინის ომის დაცვა განგაშის ზარი უნდა იყოს ყველა ჩვენგანისთვის - ენტონი ბლინკენი

ენტონი ბლინკენი

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაცვის გამო გააკრიტიკა. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში გამოსვლისას, ბლინკენმა განაცხადა, რომ პუტინთან ჩინეთის თანამშრომლობა საგანგაშოა.

„მაშინაც კი, როცა რუსეთი აშკარად ახდენდა მობილიზებას უკრაინაში შეჭრისთვის, პრეზიდენტმა სიმ და პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადეს, რომ მათ ქვეყნებს შორის მეგობრობა იყო, ვციტირებ „უსაზღვრო". პეკინის მიერ პრეზიდენტ პუტინის ომის დაცვა, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტის გაუქმებასა და ევროპაში გავლენის სფეროს უზრუნველყოფას ისახავს, განგაშის ზარი უნდა იყოს ყველა ჩვენგანისთვის“, - განაცხადა ბლინკენმა.