უკრაინისა და პოლონეთის საზღვარზე დიდი გაბარიტების მანქანები ყინვის გამო ვერ გადაადგილდებიან

უკრაინა

უკრაინისა და პოლონეთის საზღვარზე ისევ სატვირთოების რიგია. თუმცა, ამჯერად მიზეზი დაბალი ტემპერატურა გახდა. დიდი გაბარიტების მანქანები ყინვის გამო ვერ გადაადგილდებიან.

საზღვარზე 12-კილომეტრიანი რიგი დგას.

სატრანზიტო კრიზისი გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ პოლონელმა ფერმერებმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე გამშვები პუნქტის ბლოკადა ორი დღის წინ შეწყვიტეს.