რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1744659848
უკრაინისა და გრენლანდიის საკითხებზე მომზადებული რეპორტაჟების შემდეგ, დონალდ ტრამპი „სიბიეს ნიუსისთვის“ ლიცენზიის შეჩერებას ითხოვს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ტელეკომპანიის გადაცემა „60 წუთი“ მის სახელს დამამცირებელი და ცილისმწამებლური გზით ახსენებს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ტელეკომპანია, მისი ხელმძღვანელობით აშშ-ს მატყუარად, არაზუსტად და თაღლითურად წარმოაჩენს.
„ისინი არ არიან „საინფორმაციო შოუ“, არამედ არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური ოპერატორი, რომელიც უბრალოდ შენიღბულია „ახალი ამბებით“ და პასუხისმგებელი უნდა იყვნენ იმაზე, რაც გააკეთეს და აკეთებენ. მათ უნდა დაკარგონ ლიცენზია. იმედია, კომუნიკაციების ფედერალური კომისია (FCC), მისი უაღრესად პატივცემული თავმჯდომარის, ბრენდან კარის ხელმძღვანელობით, დააწესებს მაქსიმალურ ჯარიმებსა და სასჯელს, რაც არსებითია, მათი უკანონო ქცევისთვის. „სიბიესი“ უკონტროლოა, აქამდე უნახავ დონეზე და ამისთვის მათ დიდი ფასი უნდა გადაიხადონ“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.