1746733863
უკრაინისა და აშშ-ის ოფიციალური პირები ერ-რიადში მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს მართავენ

უკრაინისა და აშშ-ის ოფიციალური პირები დღეს ერ-რიადში მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას მედია „ფრანს პრესზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
შეხვედრა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის საკითხზე აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის მეორე დღეს იმართება.
„ჩვენ კვლავ ვმუშაობთ ამერიკელებთან”, – განუცხადა უკრაინის დელეგაციის წევრმა მედიასაშუალებების მცირე ჯგუფს, მათ შორის საერთაშორისო სააგენტო „ფრანს ფრესს.“
აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი კვირას, 23 მარტს გაიმართა.