რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
1745006402
უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ აშშ-თან სასარგებლო წიაღისეულის შეთანხმების თაობაზე დიალოგში არსებითი გარღვევა მოხდა.
„ჩვენმა ტექნიკურმა გუნდებმა ძალიან საფუძვლიანად იმუშავეს შეთანხმებაზე - არის არსებითი პროგრესი, იურისტებმა სწორი აქცენტები გააკეთეს შეთანხმების პროექტში, მადლობა ორივე გუნდის მომლაპარაკებლებს“, - აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, არსებობს შეთანხმება ამერიკულ მხარესთან, რომ ეს პოზიტიური მომენტი შესაბამის ურთიერთგაგების მემორანდუმში დაფიქსირდეს.
„უახლოეს მომავალში ვემზადებით შეთანხმების ფორმალიზაციის დასასრულებლად“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, გუნდები კვლავ იმუშავებენ შეთანხმების კონკრეტულ პუნქტებზე, თუმცა ბევრი რამ უკვე დამუშავებულია.