ჯორჯინა ილია თოფურიას აქტივების 50%-ს ითხოვს - რას წერს ესპანური მედია
1763404635
უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა ყოფილი ვიცე-პრემიერისთვის, „ნაფტოგაზის“ ყოფილი ხელმძღვანელისა და კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის, ალექსეი ჩერნიშევის პატიმრობას ითხოვს. ასევე პროკურატურა 55 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს დაწესებას მოითხოვს.
უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს სხდომაზე სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის წარმომადგენელმა ჩერნიშევის პატიმრობის საჭიროება დაასაბუთა იმით, რომ მას შეუძლია გამოძიების მიმდინარეობაზე გავლენის მოხდენა, მტკიცებულებების განადგურება, მოწმეებზე ზეწოლა ან ქვეყნიდან გასვლა.
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის ცნობით, გამოძიებას დაფიქსირებული აქვს „ენერგოატომთან“ დაკავშირებული კორუფციული სქემის ფარგლებში ჩერნიშევისთვის 1,2 მილიონი დოლარის და თითქმის 100 ათასი ევროს გადაცემის ფაქტი.
შეგახსენებთ, უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა და ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო კორუფციულ სქემას იძიებენ, რომლის ორგანიზატორად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მეგობარს, სტუდია „კვარტალ 95-ის“ თანამფლობელს, ტიმურ მინდიჩს ასახელებენ. როგორც ანტიკორუფციულ უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა მასშტაბური კორუფციული სქემა, რომელიც მოქმედებდა სახელმწიფო სექტორის სტრატეგიულ საწარმოში, კერძოდ, „ენერგოატომში“. კორუფციული სკანდალის ფონზე თანამდებობა დატოვეს უკრაინის იუსტიციის და ენერგეტიკის მინისტრებმა, რომლებიც ჩანაწერებში ფიგურირებენ. უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობის გამოძიება – ოპერაცია „მიდასი“ 15 თვე გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში დეტექტივების განკარგულებაში საქმის ფიგურანტების საუბრის ათასობით საათის ჩანაწერი აღმოჩნდა. უკრაინული მედიის ცნობით, თავად ბიზნესმენმა და სტუდია „კვარტალ 95“-ის თანამფლობელმა, ტიმურ მინდიჩმა საკუთარი სახლის ჩხრეკამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინა დატოვა.