1763571120
უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში კორპუსის დაბომბვის შედეგად მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა
უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში რუსეთის არმიის მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად მსხვერპლის რიცხვი 25-მდე გაიზარდა. უკრაინული მედიის თანახმად, მსხვერპლთა შორის სამი ბავშვია. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 73 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 15 ბავშვი. ადგილზე სასწრაფო სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.
სამუშაოებში 160-ზე მეტი მაშველი მონაწილეობს, მათ შორის მთამსვლელები, კინოლოგები, „დელტას“ სპეციალური დანიშნულების რაზმი და დაახლოებით 45 ერთეული სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტექნიკა, მათ შორის რობოტული სისტემები.
ტერიტორიას ასევე ბომბების გაუვნებელყოფის ექსპერტები აკვირდებიან.
ტერნოპოლის მერის, სერგეი ნადალის თქმით, 19-21 ნოემბერი ქალაქში გლოვის დღეებად გამოცხადდა.












