1769284719
უკრაინის ნაწილში საჰაერო განგაშია - რთულია ვითარება კიევში, სადაც 800 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, არ მუშაობს ცენტრალური გათბობის სისტემა
უკრაინის ნაწილში საჰაერო განგაშია. მოქალაქეებს თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.
რუსეთის თავდასხმის სამიზნე ნიკოლაევის ოლქი გახდა. დრონის აფეთქების შედეგად ოთხი ბავშვი დაშავდა. აფეთქებებია ზაპოროჟიეშიც. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
უკიდურესად რთულია ვითარებაა კვლავ კიევში, ქალაქში ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 800 000 აბონენტი. 1 300-ზე მეტ კორპუსში არ მუშაობს ცენტრალური გათბობის სისტემა.
პარალელურად, უკრაინა ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიებს ელის. რაც უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ომის დასრულების კონკრეტულ თარიღს განსაზღვრავს. ზელენსკი ამბობს, რომ შესაბამისი დოკუმენტი ხელმოსაწერად მზადაა.











