უკრაინის მიერ სევასტოპოლზე ამერიკული ATACMS-ებით სარაკეტო იერიშის შემდეგ, კრემლი აშშ-ს საპასუხო ზომების შესახებ აფრთხილებს

ამერიკული ATACMS-ებით სარაკეტო იერიში

კრემლი აშშ-ს საპასუხო ზომების შესახებ აფრთხილებს, მას შემდეგ, რაც უკრაინამ ამერიკული „ატაკამსებით“ დარტყმა მიაყენა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლს.

სარაკეტო იერიშის შედეგად, ოკუპირებულ ყირიმში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 151 დაშავდა.

როგორც „როიტერი“ იუწყება, მოსკოვმა ოფიციალურად აცნობა აშშ-ის ელჩს, რომ იქნება საპასუხო ზომები.

მოსკოვმა ვაშინგტონს ბრალი წაუყენა რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოებასა და კონფლიქტის ფაქტობრივ ნაწილად გახდომაში.

რუსეთის განცხადებით, თავდასხმა „დაუსჯელი არ დარჩება“ და „საპასუხო ზომები აუცილებლად მოჰყვება“.