უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერებას სერიოზული შედეგები მოჰყვება - რობერტ ფიცო

რობრტ

 სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერებას სერიოზული შედეგები მოჰყვება ევროკავშირში ყველასათვის.

„ტრანზიტის შეჩერება სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს ყველა ჩვენგანისთვის ევროკავშირში“, - აღნიშნა სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა.

რობერტ ფიცოს თქმით, სლოვაკეთი ასობით მილიონ ევროს დაკარგავს ტრანზიტის შეჩერების გამო, ხოლო ევროპაში გაზისა და ელექტროენერგიის ფასები გაიზრდება.

თავის გამოსვლაში ფიცომ ასევე განაცხადა, რომ გააგრძელებს საგარეო პოლიტიკის გატარებას, რომელიც „საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და სხვათა საშინაო საქმეებში ჩაურევლობას ეფუძნება“.