გარდაიცვალა ქალი, რომელმაც 80 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, ქმრის კატას რომ დამსგავსებოდა

კატა ქალი

გარდაიცვალა შვე­ი­ცა­რი­ე­ლი ჯო­სე­ლინ ვილ­დენშტე­ი­ნი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი იყო მეტ­სა­ხე­ლით "კატა-ქალი“.  სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი მე­გო­ბარ­მა მა­მა­კაც­მა, დი­ზა­ი­ნერ­მა ლოიდ კლა­ინ­მა გა­ავ­რცე­ლა. მისი თქმით, ჯო­სე­ლი­ნის სი­ცო­ცხლე ფილ­ტვის არ­ტე­რი­ის თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­ამ შე­ი­წი­რა.

ჯო­სე­ლი­ნი ამერიკელი მილიარდერის მეუღლე იყო. გარკვეული დროის შემდეგ მიხვდა, რომ ქმარმა მის მიმართ ინტერესი დაკარგა.

ამის შემდეგ გადაწყვიტა დამსგავსებოდა კატას, რომელსაც მისი მეუღლე აღმერთებდა. მან და­ახ­ლო­ე­ბით 80 პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა  რის შე­დე­გა­დაც მისი სახე სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა. თუმცა ამან ქორწინება ვერ გადაარჩინა.

მსოფლიოში ცნობილი ქალი 31 დეკემბერს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.