უკრაინელებმა ერთდროულად სამი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს

რაკეტა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს აღმოსავლეთ ფრონტზე ერთდროულად სამი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის, ნიკოლაი ოლეშუკის ცნობით, უკრაინის ძალებმა ორი გამანადგურებელ-ბომბდამშენი „სუ-34“ და ერთი ავიაგამანადგურებელი „სუ-35“ ჩამოაგდეს.

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, თვითმფრინავები უკრაინულ პოზიციებზე იერიშების დროს ჩამოაგდეს.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიყო, უკრაინის ძალებმა 332 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.