უკრაინელებმა ბახმუტის მიმართულებაზე ანდრეევკა გაათავისუფლეს

ომი უკრაინა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის მიმართულებაზე ანდრეევკა გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩრდილოეთ ფლანგზე რუსები ცდილობენ დაიბრუნონ დაკარგული პოზიციები, ხოლო სამხრეთ ფლანგზე უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით მიიწევენ წინ.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, ძირითადი ბრძოლები ანდრეევკას, კურდიუმივკას და კლიშჩიივკას რაიონებში მიმდინარეობს.

„ჩვენ გვაქვს კარგი ამბები. ანდრეევკა ჩვენია. ჩვენ ვიცავთ პოზიციებს“, - დასძინა მან.