1768248959
უკრაინაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული - რუსეთის ძალებმა ქალაქების და დასახლებების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები და საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს
უკრაინაში ომი გრძელდება. ქვეყნის რეგიონებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. მოქალაქეებს თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ. რუსეთის ძალებმა ქალაქების და დასახლებების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები და საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს.
აფეთქებების სერია მოხდა კიევში და ხარკოვში. ამ დროისთვის გავრცელებული მონაცემებით, თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა. მიმდინარეობს სახანძრო-სამაშველო ოპერაციები.











