ერთი თვით იზღუდება მოძრაობა ღამის საათებში - ნახეთ მერიის განცხადება
1753107640
უკრაინაში ანტიკორუფციული ბიუროს მაღალჩინოსანი დააკავეს. ბიუროს დეტექტივების სამმართველოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი რუსლან მაგამედრასულოვი რუსეთთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი. მას ასევე რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირსაც ედავებიან.
გამოძიებით დადგინდა, რომ ის საკუთარ მამას ოკუპანტთან ვაჭრობასა და უკრაინიდან რუსეთში სამრეწველო კანაფის ექსპორტში ეხმარებოდა.
რუსეთთან უკანონო ვაჭრობის საქმეზე სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის ფარგლებში ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივების სახლებსა და ოფისებში ჩხრეკა ჩაატარეს.