პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ამჟამად უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის სახმელეთო ძალების 80%-ია მიმართული, ამის შესახებ სტოლტენბერგმა 9 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"თუ პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში ომს მოიგებს, ეს ცუდია არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, ასევე საშიშია ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენ ვზრდით უსაფრთხოებას და ვამყარებთ ალიანსს იმის გამო, რომ ჩვენს საზღვრებთან ახლოს ამ ტიპის ქცევას არ დავუშვათ.
ასე რომ, ამ მარაგების [იარაღი] გამოყენება რეალურად გვეხმარება საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებასა და NATO-ს მოკავშირე ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან ნებისმიერი აგრესიული ქმედებების რისკის შემცირებაში.
გარდა ამისა, რუსული სახმელეთო ძალების 80%-ზე მეტი ახლა უკრაინაში ომისკენაა მიმართული. ამიტომ, რა თქმა უნდა, რაც იქ მოხდება, ამას გავლენა ექნება რუსეთის მთლიან უნარზე, შექმნას რამენაირი საფრთხე NATO-ს მოკავშირე ქვეყნებისთვის", - თქვა სტოლტენბერგმა.