უკრაინასა და რუსეთს შორის ნებისმიერი შეთანხმება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უნდა ითვალისწინებდეს - საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი

საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი

საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ნებისმიერი შეთანხმება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უნდა ითვალისწინებდეს.

ელისეის სასახლეში აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ომის დასრულების მიზნით შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიული დათმობები იქნება საჭირო.

„უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და ევროპული მისწრაფებები არის ძალიან მტკიცე მოთხოვნა ევროპელებისთვის“, – განაცხადეს ემანუელ მაკრონის ოფისში.