უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა ორივე ქვეყნის ლიდერების შეხვედრამდე

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა ორივე ქვეყნის ლიდერების შეხვედრამდე.

„რუსები არ არიან მზად ცეცხლის შეწყვეტისთვის. ყოველ შემთხვევაში, [რუსეთის] დელეგაციის [წარმოდგენილი] დონე არ არის მზად ამის გადასაწყვეტად. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ლიდერების საკითხია. მათ თავად გვითხრეს: „ცეცხლის შეწყვეტის საკითხი სხვა დონისაა“. ჩვენ ვთავაზობთ, და ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორები მხარს დაგვიჭერენ, რუსებს ცეცხლის შეწყვეტას ლიდერების შეხვედრამდე. ჩემი პირადი აზრი ასეთია: ჯერ – ჩვენ მზად ვართ შეხვედრისთვის დაუყოვნებლივ, შეხვედრის ადგილი რუსების ასარჩევია: სტამბოლი, ვატიკანი, შვეიცარია - ეს ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ ვთავაზობთ შეხვედრას ორშაბათიდან ნებისმიერ დღეს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს ამ იდეას.