უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტია

უკრაინა

 უკრაინა ლენინგრადის ოლქს უპილოტო აპარატებით დაესხა თავს, რის შემდეგაც რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას „კირიშინეფტეორგსინტეზს“ ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში ადასტურებენ.

ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ ტელეგრამზე დაწერა, რომ ბაზაზე ხანძარი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.