უკრაინამ რამზან კადიროვს ბრალი წაუყენა

კადიროვი

უკრაინამ ჩეჩნეთის ლიდერსა და პუტინის მარჯვენა ხელს, რამზან კადიროვს ომის დანაშაულებისთვის ბრალი წაუყენა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კადიროვის გარდა, ბრალი წაუყენეს მის ორ თანამზრახველს.

ესენი არიან დანიელ მარტინოვი, რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარების სამმართველოს უფროსის მოადგილე ჩეჩნეთის რესპუბლიკაში. 

და რუსეთის ფედერაციის 46-ე ცალკეული მოტორიზებული ბატალიონის "სამხრეთის" ტაქტიკური ჯგუფის 249-ე მეთაური ჰუსეინ მეჟიდოვი.

„დოკუმენტირებულია, რომ 2022 წლის თებერვალ-მარტში კადიროვი პირადად აკონტროლებდა ამ ქვედანაყოფების ინდივიდუალური სამხედრო ოპერაციების შემუშავებასა და დაგეგმვას, გასცემდა ბრძანებებს, უსმენდა მათი ლიდერების მოხსენებებს“ - ნათქვამია განცხადებაში.