უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები დღემდე ილუზიებში ცხოვრობენ... - პუტინი

პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმის რეალიზებას უკრაინული მხარე აჭიანურებს.

მისი თქმით, უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები დღემდე ცხოვრობენ ილუზიებში და ოცნებობენ რუსეთს ბრძოლის ველზე სტრატეგიული მარცხი მიაყენონ.

„როგორც ჩანს, უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები დღემდე ცხოვრობენ ილუზიებში და ოცნებობენ რუსეთს ბრძოლის ველზე სტრატეგიული მარცხი მიაყენონ. ვფიქრობ, ასეთ პოზიციას საფუძვლად უდევს არა კომპეტენციის დაბალი დონე, არამედ ეს პოზიცია დაკავშირებულია ბრძოლის ველზე რეალური მდგომარეობის შესახებ ობიექტური ინფორმაციის არ არსებობასთან“, - თქვა პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე.