უიშვიათეს ვარდისფერ ბრილიანტს აუქციონზე 35 მილიონ დოლარად გაიტანენ

ვარდისფერი ბრილიანტი

უიშვიათეს ვარდისფერ ბრილიანტს აუქციონზე $35 მილიონად გაიტანენ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სოთბის სააუქციონო სახლის განცხადებით, ის ნიუ-იორკში გამოჩნდება და, სავარაუდოდ, დასახელებულ ფასზე გაცილებით ძვირად გაიყიდება, რითაც აუქციონის რეკორდს მოხსნის.

ბრილიანტი, სახელწოდებით The Eternal Pink 10.57 კარატს იწონის. ოთხი წლის წინ ის სამხრეთ აფრიკულმა კომპანია De Beers-მა ბოტსვანაში აღმოაჩინა. ოფიციალური კლასიფიკაციის მიხედვით, მისი შეფერილობა "იისფერ ვარდისფერს" განეკუთვნება. როგორც აუქციონის სახლის სამკაულების ხელმძღვანელმა, კვიგ ბრუნინგმა განაცხადა, ქვა "ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბრილიანტების რიგებს უერთდება". ექსპერტების შეფასებით, ბრილიანტის ფერი "ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და კონცენტრირებულია", რაც კი ოდესმე უნახავთ.

ცნობისთვის, ბოლო წლებში ვარდისფერი ბრილიანტების ღირებულება განსაკუთრებულად გაიზარდა. ეს ნაწილობრივ განპირობებულია მიწოდების შემცირებით, რომლის მიზეზიც 2020 წელს ავსტრალიის არგილის მაღაროს დახურვა გახდა. სწორედ აქ იწარმოებოდა ვარდისფერი ბრილიანტების უმეტესობა. Australian Diamond Portfolio-ს ანგარიშის მიხედვით, ფერადი ქვების საშუალო ფასი გასულ წელს 30%-ით გაიზარდა. რაც შეეხება სოთბის ძვირფასი ქვების სააუქციონო რეკორდს, ის 2017 წელს 59.6 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტის გაყიდვისას დაფიქსირდა. აუქციონი ჰონკონგში გაიმართა და მისმა ღირებულებამ $71.2 მილიონი შეადგინა