უეფას პრეზიდენტი: ევრო 2024-ზე ჩვენ ვნახეთ საქართველოს ნაკრები, რომელიც იმსახურებდა აქ ყოფნას

პრეზიდენტი

ევრო 2024-ზე ჩვენ ვნახეთ საქართველოს ნაკრები, რომელიც იმსახურებდა აქ ყოფნას, - ამის შესახებ უეფას პრეზიდენტმა განაცხადა.

ალექსანდერ ჩეფერინმა ევროპირველობაზე მონაწილეთა რაოდენობის 16-დან 24 გუნდამდე გაზრდის მართებულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძველი ფორმატის მიხედვით შეიძლება ტურნირზე საქართველოს და სლოვენიის ნაკრებებს ვერ ეასპარეზათ და ეს მაშინ, როცა უეფას პრეზიდენტის სიტყვებით, ორივე ქვეყნის ნაკრები ევრო 2024-ზე ყოფნას იმსახურებდნენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რომელმა ფეხბურთელმა მოახდინა მასზე შთაბეჭდილება ჩემპიონატის მიმდინარეობისას, უეფას პრეზიდენტმა ერთ-ერთ ასეთ მოთამაშედ კვარაცხელია დაასახელა.