უბედური შემთხვევა სანაპიროზე - მოზარდი მის მიერ ამოთხრილ ორმოში ჩაიმარხა

სანაპირო

აშშ-ს ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, 17 წლის მოზარდი უბედური შემთხვევის შედეგად რამდენიმე მეტრი ქვიშის ქვეშ მოჰყვა და ცოცხლად დაიმარხა. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი გახდა ღრმა ორმო, რომელიც ბიჭმა ნაციონალური პარკის სანაპიროზე გათხარა.  მას შემდეგ რაც მან ღრმა ორმო გათხარა ნაციონალური პარკის სანაპიროზე. ინფორმაციას Metro ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა გათხრილ ორმოში ამოღებული მიწის მასა ჩაცვივდა. მოზარდი მისმა ნათესავებმა და მეგობრებმა იპოვეს. პარკის რეინჯერების დახმარებით მიწა ამოთხარეს და ბიჭს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარეს, თუმცა უშედეგოდ. მოზარდი გარდაიცვალა.

„ჩვენ ვუსამძიმრებთ ოჯახს და მეგობრებს. ჩვენ მოვუწოდებთ ვიზიტორებს, არ გათხარონ ღრმა ხვრელები სანაპიროზე, რადგან ისინი საფრთხის შემცველია“, - თქვა დევიდ ჰალაკმა, აღმოსავლეთ ჩრდილოეთ კაროლინას ეროვნული პარკის სამსახურის მენეჯერმა.