ჭყონია აძლევს ყველა ოპო არხს [ფულს] რომ ფეხზე იდგნენ. დღემდე აფინანსებს გადაცემებს - ნანა ჟორჟოლიანი
1766904505
ფინეთში, ლაპლანდიაში, კიტილას აეროპორტში, ძლიერი ქარის შედეგად, ორი თვითმფრინავი
ასაფრენ ბილიკს გაცდა და თოვლში ჩავარდა.
helsinki times-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მედიის ცნობით, შვეიცარიის საერთაშორისო ავიახაზების Airbus A220-300, რომლის ბორტზეც დაახლოებით 150 მგზავრი იმყოფებოდა, ჟენევიდან ჩამოსვლის შემდეგ, უამინდობის გამო ბილიკს გაცდა. ამავე დროს, ქარმა კურსიდან გადააგდო მცირე ზომის Nextant Aerospace-ის ბიზნეს ჯეტი, რომლის ბორტზეც 10-მდე მგზავრი იმყოფებოდა.
არცერთი თვითმფრინავი ერთმანეთს არ შესჯახებია.
ლაპლანდიის სამაშველო სამსახურმა ამინდის პირობები შეაფასა, როგორც მძიმე, მათი განმარტებით, აეროპორტში ძლიერი გვერდითი ქარი და ცუდი ხილვადობა იყო. ადგილზე ათი სასწრაფო დახმარების ჯგუფი გაიგზავნა და თავდაპირველად სიტუაცია მასშტაბურ საავიაციო ინციდენტად შეფასდა.