უახლოეს მომავალში უკრაინა წარუდგენს გამარჯვების გეგმას ყველა პარტნიორს, ვისაც შეუძლია გააძლიეროს უკრაინა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა წარუდგენს გამარჯვების გეგმას ყველა პარტნიორს, ვისაც შეუძლია გააძლიეროს უკრაინა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ჩვენ ყველას, ვისაც შეუძლია უკრაინის გაძლიერება, ჩვენი გამარჯვების გეგმას წარვუდგენთ - ყველა ქვეყანას, რომელიც ნამდვილად შეძლებს დახმარებას მშვიდობის დამყარებაში. და, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორების პოზიციებისა და უკრაინის რეალური შესაძლებლობის გაცნობიერებით, გამარჯვების გეგმის გაძლიერებით, ჩვენ გამოვაქვეყნებთ შემდგომი ქმედებების ჩვენს სტრატეგიას“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.