უახლოეს დღეებში რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გაიზრდება - მაკრონი

ემანუელ მაკრონი

უახლოეს დღეებში რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გაიზრდება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მაკრონის თქმით, უახლოესი ორი კვირა იქნება გადამწყვეტი უკრაინაში საომარი მოქმედებების შეჩერების მისაღწევად.

„უახლოეს 8-10 დღეში ჩვენ ვგეგმავთ, გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე. მე შევინარჩუნებ სიფრთხილეს, რადგან ამ განტოლების ნაწილი მოსკოვზეა დამოკიდებული. ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ“, – თქვა მაკრონმა ფრანგულ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მოახერხა შეერთებული შტატების დარწმუნება კრემლზე ზეწოლის გაზრდის მნიშვნელობაში, თუმცა, მისი თქმით, ამაში დიდი როლი ასევე ითამაშა ზელენსკისა და ტრამპის საუბარმა ვატიკანში.

მაკრონის თქმით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან იმაზე უფრო ახლოს არიან, ვიდრე ოდესმე.