ტყის ხანძრების გავრცელების შესაჩერებლად საფრანგეთის ხელისუფლებამ სტიქიის ზონის გარკვეულ ტერიტორიებზე ხეებისა და ბუჩქების მოჭრა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების შექმნა დაიწყო

ხანძარი

ტყის ხანძრების გავრცელების შესაჩერებლად საფრანგეთის ხელისუფლებამ სტიქიის ზონის გარკვეულ ტერიტორიებზე ხეებისა და ბუჩქების მოჭრა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების შექმნა დაიწყო. ცეცხლი ამ დროისთვის ბორდოსთან ახლოს მძვინვარებს და ვენახებსა და ღვინის საწარმოებს ემუქრება.

სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის კიდევ უფრო მატებას ვარაუდობენ, რაც შექმნილ ვითარებას კიდევ უფრო გაამძაფრებს. ბოლო მონაცემებით, ხანძარმა წელს საფრანგეთში 116 85 ჰექტარი ტყის ფართობი გაანადგურა. აღრიცხულია 13 566 კერა.