ჩვენ ვეთანხმებით საომარი მოქმედებების შეწყვეტის წინადადებას - პუტინი
1741882929
თვითმფრინავი, რომლითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად მიემგზავრებოდა, ტექნიკური გაუმართაობის გამო, ენდრიუსის ბაზაზე დაბრუნდა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.
„მდივანი აპირებს, გააგრძელოს თავისი მოგზაურობა გერმანიასა და ახლო აღმოსავლეთში სხვა თვითმფრინავით“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაში.
ტექნიკური გაუმართაობა საქარე მინაზე ბზარს უკავშირდება, რის გამოც ეკიპაჟმა აფრენიდან დაახლოებით 90 წუთის შემდეგ უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა რუბიო მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, რომელიც მას აშშ-ის ვიცე-პრეზიენტთან, ჯე დი ვენსთან პარასკევს ჰქონდა დაგეგმილი. ჯეი დი ვენსი უკვე მიუნხენში იმყოფება.