„ცუდია დიდ შაბათს სახლიდან რამეს გაცემა...“ - ცრურწმენები და სახალხო ტრადიციები
1744996659
თურქეთში, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე დაგეგმილ შეხვედრაში რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე შეხვედრას თურქეთი 15-16 აპრილს უმასპინძლებს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრა ანკარაში, საზღვაო ძალების შტაბში გაიმართება და მას სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო წარმომადგენლები დაესწრებიან. განხილული იქნება შავ ზღვაში მშვიდობიანი გარემოს შესანარჩუნებლად სამხედრო-საზღვაო დაგეგმარების საკითხები.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას დაგეგმილ დისკუსიაში, თუმცა უწყებაში აღნიშნავენ, რომ შეხვედრას არ დაესწრება რუსეთის წარმომადგენელი.