სიმსივნის 12 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
1752432422
27 წლის ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი აიშეგიულ ერასლანი სტამბულში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
სიკვდილამდე ერთი დღით ადრე გოგონამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო ჩანაწერით, სადაც წერდა, რომ არავისთვის არაფერი დაუშავებია, სთხოვდა სხვებს მის ძაღლებზე ზრუნვას და მამას ბოდიშს უხდიდა. ბევრმა ეს გამოსამშვიდობებელ წერილად მიიჩნია.
თუმცა მისი მეგობარი და ფოტოგრაფი სემირ პალანჩი აცხადებს, რომ ჩანაწერი აიშეგიულის ხელწერა არ არის და ამის შესახებ პოლიციას მიმართა. გაკვეთის დასკვნის მიღების შემდეგ მან განაცხადა, რომ გოგონა სავარაუდოდ დაახრჩვეს, ხოლო მაჯებზე დატოვებული ჭრილობები ყურადღების გადასატანად იყო გაკეთებული.
ახალგაზრდა მოდელის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გრძელდება.