თურქეთში სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს ადვოკატი დააკავეს

 მეჰმედ ფეჰლივანი

თურქეთში სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს ადვოკატი დააკავეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ოპოზიციური პარტიის დეპუტატმა, თურან ტასკინ ოზმერმა განაცხადა, რომ ეკრემ იმამოღლუს ადვოკატი, მეჰმედ ფეჰლივანი დააკავეს „შეთხზული მიზეზების გამო“, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

ჯამში, თურქეთში, სტამბოლის მერის დაპატიმრების საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ დემონსტრანტთა რიცხვი 1 900-ს აღწევს. მათგან 260-ს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, 489 ადამიანი გათავისუფლდა, ხოლო 662 დაკავებულის საქმე კვლავ განხილვის პროცესშია.

აქციების დროს 150 პოლიციელი დაშავდა.

ცნობისთვის, სტამბოლის მერი 19 მარტს დააპატიმრეს, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა. ამასთან, თურქეთის ოპოზიციურმა პარტიამ ეკრემ იმამოღლუ პრეზიდენტობის კანდიდატად მაინც დაამტკიცა.