თურქეთში, “პრეზიდენტის შეურაცხყოფის და დამხობის მოწოდების” ბრალდებით პოპ-მუსიკის ლეგენდის,  ჰანდე იენერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ჰანდე იენერი

თურქეთში, “პრეზიდენტის შეურაცხყოფის და დამხობის მოწოდების” ბრალდებით პოპ-მუსიკის ლეგენდის,  ჰანდე იენერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, მომღერალი გასულ წელს კონცერტებზე,  დამსწრე აუდიტორიასთან ერთად ანტისამთავრობო ლოზუნგების სკანდირებაში იღებდა მონაწილეობას. საუბარია 2025 წლის მაისში ჩატარებულ კონცერტებზე. 

კონკრეტულად კი, 2025 წლის 15 მაისს ქალაქ მუღლაში მუღლაში გამართული კონცერტის დროს იენერი სცენიდან შეუერთდა მონაწილეებს, რომლებიც სკანდირებდნენ - „გადახტი, გადახტი, ვინც არ ხდება, ის მხარს უჭერს რეჯეფ თაიფს".  18 მაისს კი სტამბოლში გამართულ კონცერტზე, მან თქვა: „ჩვენ დავასრულებთ ამ ეპოქას".

ჰანდე იენერი ჩვენების მისაცემად დაიბარეს. 

თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის მიხედვით,  პრეზიდენტის შეურაცხყოფა კრიმინალურ ქმედებად არის მიჩნეული.