თბილისში 15 წლის მოზარდს ეძებენ
1779868789
თურქეთში ოპოზიციის მხარდამჭერ აქციაზე სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა, პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
იზმირში გამართულ დემონსტრაციას „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ლიდერი, ოზგურ ოზელი ხელმძღვანელობდა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „პრეზიდენტი ოზგური, თავისუფალი თურქეთი“.
ცნობისთვის, თურქეთის სასამართლომ ქვეყნის ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ოზგურ ოზელი თანამდებობიდან გადააყენა, რის გამოც უკვე რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციები იმართება. ანკარის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, გაუქმდა „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ (CHP) 2023 წლის ლიდერობის არჩევნების შედეგები და პარტიის ლიდერი ოზგურ ოზელი თანამდებობიდან გადააყენეს.
სასამართლომ ოზელის ადგილას აღადგინა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ქემალ კილიჩდაროღლუ, რომელიც იმ წელს ეროვნულ არჩევნებში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დამარცხდა. ოზგურ ოზელმა პირობა დადო, რომ გადაწყვეტილებას სასამართლო საჩივრების გზით შეებრძოლებოდა.