VIDEO: „ისევ გარეთ თევა... ილოცეთ“ - რა კადრებს აქვეყნებს ქართველი ემიგრანტი თურქეთიდან

თურქეთი

კიდევ ერთი მიწისძვრა თურქეთში - ჰატაის პროვინციაში მიწისქვეშა ბიძგებმა 6.4 მაგნიტუდას გადააჭარბა. ამჯერად სტიქიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა ვარაუდობენ, რომ სტატისტიკა გაიზრდება, დაშავებულია ასობით მოქალაქე.

მიწისქვეშა ბიძგები პროვინციაში გუშინ, ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქი დეფნე იყო. მიწისძვრას განმეორებითი ბიძგიც მოყვა, რომლის სიმძლავრეც 5,8 მაგნიტუდით განისაზღვრა. მიწისძვრა სირიაში, ეგვიპტესა და ლიბანშიც იგრძნობოდა.

ქართველმა ემიგრანტმა, ია ბირკაძემ ქალაქი მარსინში გადაღებული კადრები გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ მიწისძვრის ბიძგები იქაც მკვეთრად იგრძნობოდა, რადგან მოსახლეობამ შენობები დატოვა.

„ისევ გარეთ თევა, დავიღალე... ილოცეთ.“ - დაწერა ემიგრანტმა და კადრები გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ჰათაი 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული პროვინციაა. ორი კვირის წინ ამავე რეგიონში მომხდარმა მძლავრმა მიწისძვრამ 47 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა. 6 თებერვლის შემდეგ თურქეთსა და სირიაში ექვსი ათასზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.