1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
სამხრეთ თურქეთში, სირიის საზღვართან ძლიერ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა.
როგორც „ბიბისი“ ჰათაის მერზე დაყრდნობით წერს, ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი.
ამასთან, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუატ ოქტაის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანია დაშავებული.
თურქული მედიის ცნობით, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ჰათაის პროვინციაში ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრას თურქეთში 41 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სირიაში კი, 4 500-ზე მეტი ადამიანი.