1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
დაშავებულებს შორის 40 ჰოსპიტალიზებულია, მათგან 12 მძიმე მდგომარეობაშია.
მიწისძვრის ეპიცენტრი იესილიურტის რაიონი იყო.
ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.
რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.